მოურინიო პსჟ-ს ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

ივლ 4, 2025 - 05:14
ივლ 4, 2025 - 05:14
 7
მოურინიო პსჟ-ს ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

ფენერბახჩეს პსჟ-დან მარკოს ასენსიოს შეძენა სურს. ინფორმაცია ჟურნალისტმა სერჯან ჰამზაოღლუმ გაავრცელა. 

ამავე წყაროს ინფორმაციით, თურქები კლუბის და ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და მათი ფინანსური მოთხოვნებით დაინტერესდნენ. 

აღსანიშნავია, ჟოზე მოურინიოს ასენსიოსთან პირადი საუბარი უკვე ჰქონდა და სცადა დაერწმუნებინა, რომ ფენერის წინადადებას დათანხმდეს. 

მარკოს ასენსიომ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ასტონ ვილაში გაატარა. ფეხბურთელმა წინა სეზონში პსჟ-ში და ასტონ ვილაში ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას პარიზელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.