ერთი ნაბიჯი პლეი ოფამდე

საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრები ევროპის ვერცხლის ლიგაში წარმატებით ასპარეზობს.
ჩვენმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მე-5 ტურის მატჩში, პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი, მასპინძელთა გუნდი დაამარცხა - 3:1 (20:25, 25:21, 25:23, 25:22).
პირველ სეტში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ძალების მაქსიმალურად მობილიზება შეძლეს და უმძიმეს ბრძოლაში ზედიზედ სამი სეტი მოიგეს. გუნდს ყველაზე მეტი 25 ქულა ანა კალანდაძემ მოუტანა. კვლავ შესანიშნავად ითამაშა მარიამ მუშკუდიანმა. მის ანგარიშზე 18 ქულაა. 10-10 ქულა მიითვალეს მარიამ გაფრინდაშვილმა და მაგდა კობაიძემ, 11 ქულით შეეწია გუნდს ლიზი ლობჟანიძე. ორი ქულა მოიპოვა ქეთევან ბლუაშვილმა, ერთიც მელანია კაციტაძემ.
პლეი ოფში გასასვლელად საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში მაკედონიაშივე უნდა დაამარცხოს ისრაელის ნაკრები, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს ერთი დღით ადრე 3:2 (25:14,18:25, 22:25, 25:14, 15:10) მოუგო და შანსი აქვს ასევე მომდევნო ეტაპზე გავიდეს.
მაკედონია-საქართველო 1:3 (25:20, 21:25, 23:25, 22:25)
საქართველო: 1. მარიამ გაფრინდაშვილი (10), 7. გვანცა ულუმბელაშვილი, 8. მარიამ ბერიაშვილი, 9. ქეთევან ბლუაშვილი (2), 10. ირინა ჭელიძე, 12. მაგდა კობაიძე (10), 13. მართა ლორთქიფანიძე, 14. თინათინ ჟღენტი, 15. მარიამ მუშკუდიანი (18), 16. ანა ჯანხოთელი, 17. მელანია კაციტაძე (1), 18. ლიზი ლობჟანიძე (11), 19. ანი მდივანი, 27. ანა კალანდაძე (25)