მაკლარენელებმა გზა ვერ გაიყვეს (Video)

მონრეალში, ფორმულა 1-ს კანადის გრან პრიზე მაკლარენის პილოტებმა ლანდო ნორისმა და ოსკარ პიასტრიმ ერთმანეთს გზა არ დაუთმეს. შეჯახებისას ნორისის მანქანა დაზიანდა და ბრიტანელი ასპარეზობას გამოეთიშა.
ეტაპი კი, სტარტზე პირველ პოზიციაზე მყოფმა ჯორჯ რასელმა (მერსედესი) მოიგო. მას მაქს ვერსტაპენი 0.228 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილზე კიმი ანტონელი (მერსედესი) გავიდა (+1.014).
საერთო ჩათლაში ლიდერი პიასტრი კი, მეოთხე იყო. ახლა მას 198 ქულა აქვს. მის თანაგუნდელ ნორისს 176.
პილოტები
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) – 198 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 176
3. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) – 155
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) – 136
5. ჩარლზ ლეკლერი (ფერარი) – 104
საჯინიბოები
1. მაკლარენი - 374 ქულა
2. მერსედესი - 199
3. ფერარი - 183
4. რედ ბული -162
5. ვილიამსი - 55