ჩელენჯ კაპზე შავი ლომის მეტოქეები ცნობილია

დუბლინში, პრემიერ სპორტის სტუდიაში ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის წილისყრა გაიმართა.
ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები უელსური ოსფრიზი, ირლანდიური ქონოთი, იტალიური ზებრე და ორი ფრანგული კლუბი მონპელიე და ბენეტონი იქნებიან.
ტურნირი სტარტს 5 დეკემბერს აიღებს. ფინალი კი, 22 მაისს ბილბაოში, სან მამეს სტადიონზე გაიმართება. შავი ლომის მატჩების განრიგი მოგვიანებით გაირკვევა.
ჩელენჯ კაპი
Aჯგუფი: შავი ლომი (საქართველო), მონპელიე (საფრანგეთი), მონტობანი (საფრანგეთი), ოსფრიზი (უელსი), ქონოთი (ირლანდია), ზებრე (იტალია)
Bჯგუფი: ლიონი (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), ნიუპორტი (უელსი), ბენეტონი (იტალია), ლაიონზი (სამ.აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი)
Cჯგუფი: ჩიტაზი (სამ.აფრიკა), კარდიფი (უელსი), ექსეტერი (ინგლისი), სტად ფრანსე (საფრანგეთი), რასინგი (საფრანგეთი), ალსტერი (ირლანდია)