U20 ევროპა: 3 ოქრო, 4 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი ბ/რ სტილით მოჭიდავეებისგან

იტალიაში მიმდინარე 20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო და 4 ბრინჯაო.
ამასთან გუნდურ ჩათვლაში 135 ქულით ქართველმა მოჭიდავეებმა გუნდური პირველობაც მოიგო.
ევროპის ჩმეპიონები გახდნენ: ალექსანდრე რუსიტაშვილი (72კგ); ანრი ფუტკარაძე (77კგ) და ლუკა კოჩალიძე (87კგ).
ბრინჯაოს მედლებს კობა ქარუმიძე (55კგ); ვახტანგ ლოლუა (60კგ); ანრი ხოზრევანიძე (67კგ) და საბა ფურცელაძე(130კგ) დაეუფლნენ.