მარიამ ბოლქვაძემ პირველი ეტაპი გადალახა

ივლ 4, 2025 - 05:38
 0
მარიამ ბოლქვაძემ პირველი ეტაპი გადალახა

უიმბლოდონის საკვალიფიკაციო ეტაპში ქალი ჩოგბურთელები ჩაერთნენ. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა  - 7:5,6:4.

ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 198-ე ჩოგანია მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელ სელინ ნაეფს ეთამაშება. შვეიცარიელმა, რომელიც 178-ე ჩოგანია ფრანგი ხლოე პაკო სამ სეტში დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:4.