მიხეილ ალანია კარიერას ვანში განაგრძობს

საფრანგეთში სეზონი ახლახან დასრულდა და მორაგბეების ნაწილი ახალი კლუბების ძიებაში არიან.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა მიხეილ ალანიამ მეორე დივიზიონის ორიაკი დატოვა და ელიტური, პირველი დივიზიონიდან მეორეში დაქვეითებულ ვანში გადავიდა. ქართველმა მორაგბემ კონტრაქტს ხელი 2027 წლამდე მოაწერა.
მომავალ სეზონში მეორედან პირველ დივიზიონში გადაბარგებულ მონტობანში ითამაშებს 23 წლის შერკინების ბურჯი ნუგზარ სომხიშვილი. მან გასული სეზონი ნაციონალ 1-ის შამბერიში გაატარა. კონტრაქტი ორწლიანია.