ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე

ივლ 4, 2025 - 04:47
 2
ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილო გუნდი 15 და 24 სექტემბერს გადამწყვეტ შეხვედრებს გამართავს. წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ზედიზედ მეორედ იასპარეზებს კონტინენტის პირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეინ რაუნდში, სადაც საფრანგეთის, ბულგარეთისა და კოსოვოს ნაკრებები იყვნენ 13 ქულა დააგროვა და პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე სულ 16 ნაკრები ითამაშებს. ფინალური ეტაპი სამ ქვეყანაში ლატვიაში, ლიეტუვაში და სლოვენიაში 20 იანვრიდან 7 თებერვლამდე გაიმართება.