კალანდაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

სანდრო კალანდაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. ქართველმა მცველმა დინამო თბილისი დატოვა და ვისლა პლოცკის ფეხბურთელი გახდა.
პოლონელთა ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 24 წლის მცველმა ვისლა პლოცკთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
კალანდაძე დინამო თბილისის აღზრდილია. ბოლო ნახევარი წელი მან იჯარით უნგრულ ფეჰერვარში გაატარა. იგი იმ 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშა.
სანდროს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2023 წელს სტუმრად ნორვეგიის ნაკრებთან ჰქონდა, მეორე შეხვედრა კი შოტლანდიასთან შინ ჩაატარა, სადაც შეცვლაზე შევიდა.