საქართველოს ნაკრები ვეროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ივლ 4, 2025 - 06:50
 1
საქართველოს ნაკრები ვეროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მეორე მატჩი გამართა.

ჩვენმა გუნდმა შვეიცარიის ნაკრები იოლად დაამარცხა 29:5  და ორი მატჩიდან ორი გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ბოლო, მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები ისარელის ეროვნულ გუნდთან 11 ივნისს გამართავს. ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს. ისრაელმა ასევე ორივე მატჩში მოიგო და ისიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 10-25 იანვარს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.

საქართველო-შვეიცარია 29:5

საქართველო: 1. ირაკლი რაზმაძე, 2. გიორგი გვეტაძე, 3. სანდრო ადეიშვილი, 4. სტეფან პიეშივაცი, 5. იოვან სარიჩი, 6. დუშან ვასიჩი, 7. ანდრია ვლაჰოვიჩი, 8. ბესარიონ ახვლედიანი, 9. საბა ტყეშელაშვილი, 10. ლუკა ჩიქოვანი, 11. გიორგი მესხი, 12. გიორგი მაგრაქველიძე, 13. რევაზ იმნაიშვილი, 14. ნიკა შუშიაშვილი, 15. ვალიკო დადვანი, 16. არტიომ დიხტიარენკო

II ტური
ისრაელი-ბულგარეთი 16:9

11 ივნისი
საქართველო-ისრაელი

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 6 ქულა, 2. ისრაელი - 6, 3. შვეიცარია - 0, 4. ბულგარეთი - 0