რაკიტიჩმა კარიერა დაასრულა

ივლ 4, 2025 - 04:48
 0
რაკიტიჩმა კარიერა დაასრულა

ივან რაკიტიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაცია Goal.com-მა გაავრცელა.


რაკიტიჩი ბოლოს სპლიტის ჰაიდუკში თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, იგი კლუბში დარჩება და ადმინისტრაციულ სამუშაოებს შეასრულებს. 


37 წლის ნახევარმცველმა კარიერა ბაზელში დაიწყო. შემდეგ იყო შალკე, სევილია, ბარსელონა, კვლავ სევილია, ალ შაბაბი და ბოლოს ჰაიდუკი. საუკეთესო წლები მან ბლაუგრანაში გაატარა, სადაც ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა ტიტული მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლიგის ფინალში რაკიტიჩმა გოლი გაიტანა. 


რაც შეეხება ივანის სანაკრებო კარიერას, ხორვატიის ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 106 მატჩი, 15 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. რაკიტიჩი იმ ფორმაციის ხორვატიის ნაკრების ლიდერი გახლდათ, რომელმაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.