ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს მეორე წრეში დაემშვიდობა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს კლასიფიკაციის 47-ე ჩოგანთან, იტალიელ ლორენცო სონეგოსთან წააგო.
პირველ ორ სეტში ბრძოლა არ შედგა. სონეგომ იოლად მოიგო 6:1 და 6:3. მესამე სეტში ბასილაშვილმა ბევრად უკეთ ითამაშა და სეტი ტაიბრეიკზე მოიგო - 7:6.ბრძოლა მეოთხე სეტშიც მძაფრი გამოვიდა. ისევ ტაიბრეიკი და ამჯერად სონეგომ იყოჩაღა. შედეგად, საბოლოო გამარჯვება იტალიელს დარჩა - 3:1.