ოთხი ცვლილება ძირითად შემადგენლობაში

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეორე ტურში ახალ ზელანდიას ვიადანაში (იტალია) ეთამაშება.
მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სასტარტო შემადგენლობასა და სათადარიგოთა შორის ოთხ-ოთხი მოთამაშე შეცვალა. შუამარბის პოზიციაზე დათა ახვლედიანის ნაცვლად თამაშს სანდრო მესხიძე იწყებს. ხოლო ფრთაზე ტარიელ ბურთიკაშვილის ნაცვლად საბა შარვაშიძეს ვიხილავთ. შერკინების კვაჭის პოზიციაზე მიხეილ ხახუბიას ნაცვლად შოთა ხელაძე დაწინაურდა, ხოლო მესამე ხაზში ლუკა ნარსიას ნიკა აბესაძე ჩაანაცვლებს.
ბურჯის პოზიციაზე თადარიგში გამოჩნდა გიორგი ძაგანია, ხოლო მესამე ხაზში ჩაქვის სარაგბო სკოლის აღზრდილი მოთამაშე გიორგი არძენაძე. უკანა ხაზში გუნდს არმიელები - გიორგი ჯაში და სანდრო სესიაშვილი გააძლიერებენ.
საქართველო U20: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 5 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 4, 3. საქართველო - 2, 4. იტალია - 0.