ილიას ახალი რეკორდი - ყველაზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე

ივლ 4, 2025 - 05:41
 0
ილიას ახალი რეკორდი - ყველაზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე

ამ მომენტში, ილია თოფურია UFC-ს ყველაზე დიდი სუპერვარსკლავია. ამაზე მეტყველებს როგორც კარიერული შედეგები, ასევე მისი სოციალური სტატუსიც. ილიას შთამბეჭდავი რიცხვები აქვს როგორც ოქტაგონეზ, ასევე ოქტაგონს მიღმაც. ორი წონის ჩემპიონობის პარალელურად, "ელ მატადორი" UFC-ს აქტიურ მებრძოლებს  შორის INSTAGRAM-ზე ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ათლეტი გახდა - ილიას 10 800 000 გამომწერი ჰყავს. მის შემდეგ მოდის ისლამ მახაჩევი 10 500 000 გამომწერით.

რაც შეეხება ყველა დროის მებრძლებს შორს, ილია მესამეა - პირველზე კონორი, 46.4 მილიონი გამომწერით, ხოლო მეორეზე ხაბიბ ნურმაგომედოვი 39.7 მილიონი გამომწერით.