2 ოქრო და 2 ბრინჯაო სკოპიედან

ივლ 4, 2025 - 05:55
ივლ 4, 2025 - 05:55
 12
2 ოქრო და 2 ბრინჯაო სკოპიედან

კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო. 

ჩემპიონები გვყავს როგორც ვაჟთა ფლანგზე, ისე ქალთა ფლანგზე. ვაჟთა შორის ოქრო -81 კგ-ში ავიღეთ. ჩემპიონი გახდა გიორგი მუმლაძე. ფინალში მან ნეიტრალური ათლეტის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმურ ალიევი დაამარცხა.  მანამდე კი სლოვენიელ, იტალიელ და ჩეხ ჯუდოკებს სძლია და ყველას იპონით. 

შესანიშნავად იასპარეზა ქეთი რობაქიძემ. 5 შეხევდრა - 5 იპონი და -70 კგ-ში ქართველი გოგონა ევროპის ჩემპიონია!

ბრინჯაოს მედლები კი ვაჟთა შორის მძიმე წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ. პრიზიორები გახდნენ იოანე აბალაკი და გიორგი ქარჩაიძე. 

ჯამში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.