ფრენბურთის ვაჟთა ნაკრები ვერცხლის ლიგაში ითამაშებს

ფრენბურთში საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები 7 ივნისიდან ევროპის ვერცხლის ლიგის 2025 წლის გათამაშებაში ჩაებმება.
ჩვენმა გუნდმა საწვრთნელი შეკრება გაიარა და აზერბაიჯანის ნაკრებთან საწვრთნლეი მატჩი გამართა. საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები აზერბაიჯანის, შვედეთის, ისლანდიის, უნგრეთის, ლუქსემბურგისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან.
პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, შვედეთში აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავს, მეორე დღეს კი, მასპინძლების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ექვსი მატჩიდან ორს ჩვენი ნაკრები საქართველოში ითამაშებს. 27 ივნისს თბილისში ლუქსემბურგს, ორი დღის შემდეგ კი, ფარერის კუნძულებს დავუპირისპირდებით.
განრიგი
7 ივნისი
საქართველო-აზერბაიჯანი
8 ივნისი
შვედეთი-საქართველო
21 ივნისი
საქართველო-ისლანდია
22 ივნისი
უნგრეთი-საქართველო
27 ივნისი
საქართველო-ლუქსემბურგი
29 ივნისი
საქართველო-ფარერები