საიტის პოლიტიკა

ინტელექტუალური საკუთრებისა და მასალის გამოყენების პოლიტიკა

საიტი SPORTTV.GE და მასზე განთავსებული მთელი შინაარსი, მათ შორის: სტატია, ვიდეომასალა, ფოტოები, გრაფიკული ელემენტები, ლოგოები, დიზაინი, ტექსტური მასალა, გადაცემების ჩანაწერები, სარედაქციო შინაარსი, ინტერფეისი, პროგრამული კოდი და სხვა ნებისმიერი ინტელექტუალური ან შემოქმედებითი კონტენტი – წარმოადგენს ჩვენი სპორტული პორტალის საკუთრებას და დაცულია საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, მათ შორის "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით.

აკრძალულია:

  • საიტზე განთავსებული მასალის სრულად ან ნაწილობრივ კოპირება, გადმოწერა, გავრცელება, შენახვა, გადამუშავება ან რეპროდუქცია ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, აუდიო, ვიდეო ან ბეჭდური გზით;

  • მასალის ხელახალი გამოქვეყნება სხვა ვებ-საიტებზე, მობილურ აპლიკაციებში, სოციალურ ქსელებში ან სატელევიზიო/რადიო სივრცეში;

  • მასალის გამოყენება კომერციული ან არასამთავრობო მიზნებით, გამონაკლისის გარეშე;

  • ჩვენი ბრენდის (SPORTTV.GE) სახელის ან იდენტობის გამოყენება ისე, რომ ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მასალას ავრცელებს ან უჭერს მხარს ჩვენი საიტი.

აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს სერიოზულ წესების დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი დევნა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დაუყოვნებლივ მივმართოთ სამართლებრივ ღონისძიებებს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, ვინც დაარღვევს ზემოთაღნიშნულ პირობებს, მათ შორის სასამართლოს, ჰოსტინგის პროვაიდერებსა და საძიებო სისტემებს.

ნებადართულია მხოლოდ:

  • საიტზე გამოქვეყნებული მასალის ციტირება მცირე მოცულობით (არაუმეტეს 300 სიმბოლოს) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ტექსტში მითითებულია სწორი, აქტიური ჰიპერბმული წყაროhttps://sporttv.ge;

  • შინაარსის გაზიარება მხოლოდ ბმულის სახით (share/link), ტექსტის ან მედია მასალის გადმოწერის გარეშე.