მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ივლ 4, 2025 - 05:13
 4
მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ლიონელ მესი და ინტერ მაიამი ახალ კონტრაქტზე მუშაობენ. როგორც Marca წერს, არგენტინელი ვარსკვლავი მზად არის კარიერა ამერიკულ კლუბში გააგრძელოს – მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის ბოლომდეა, თუმცა მხარეები მოლაპარაკებებს გახანგრძლივებაზე უკვე აწარმოებენ. სავარაუდოდ - 1 წლით.

მესის მთავარი ამოცანა ახლა MLS-ის ტიტულია – ინტერ მაიამი ამ ეტაპზე აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და ლიდერ ფილადელფიას 11 ქულით ჩამორჩება, თუმც ოთხი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მესის მონაწილეობა ასევე მოსალოდნელია MLS-ის ვარსკვლავური მატჩში, სადაც ლიგის საუკეთესოები მექსიკის ჩემპიონატის (Liga MX) ვარსკვლავებს დაუპირისპირდებიან. აგვისტოში კი დაგეგმილია ლიგის თასი – ტურნირი, რომელიც მესიმ და მაიამიმ 2023 წელს უკვე მოიგეს და რომლის მოგებასაც კლუბი წელსაც აპირებს.