გიგი მარგველაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში (Video)

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც იტალიაში მიმდინარეობს, პირველ მატჩში ირლანდიის ნაკრებთან 28:35 წააგო.
პირველი ტურის შემდეგ გამოცემა Nextgenxv.com-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან მეორეხაზელი გაგი მარგველაშივილი მოხვდა. უმცროსი ბორჯღალოსნებიდან ის პირველი იყო, ვინც ლელო გაიტანა.
აი, რას წერს მასზე ეს გამოცემა:
„საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. შეხვედრის პირველ ტაიმში დროულად აჰყვა თანაგუნდელების შეტევას და ეფექტური ლელო გაიტანა.
ამის გარდა, მარგველაშვილი აქტიურობდა იყო რაკში თამაშისას და ორთაბრძოლებშიც აგრესიუი იყო. ირლანდიელთა წნეხის პირობებში რამდენჯერემე კარგად მოახერხა ბურთის წააღება და მეტოქის დაცვის ხაზს პრობლემები შეუქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები საბოლოოდ დამარცხდა, მარგველაშვილის ფიზიკური კონტაქტის ძალა და სტანდარტულ სიტუაციებში შესრულებული ფუნქციები მიანიშნებს, რომ ის მიმდინარე ტურნირში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეორეხაზელია“ .