ლეიკერსი სარეკორდო ფასად გაიყიდა

სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი “ფრენჩაიზი” ლოს ანჯელეს ლეიკერსი სარეკორდო ფასად, 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა.
ახლა უკვე 66%-იანი საკონტროლო წილი, ამერიკელი ბიზნესმენის მარკ უოლტერის ხელთაა. უოლტერი TWG Global-ის აღმასრულებელო დირექტორია. ეს კომპანია ფლობს ასევე საფეხბურთო კლუბ ჩელსის, WNBA-ის გუნდის ლოს ანჯელეს სპარკსისა და ბეისბოლის ლოს ანჯელეს დოჯერსის წილებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ლოს ანჯელესის პრეზიდენტის თანამდებობას, კვლავ ჯინი ბასი დაიკავებს.
ბასების ოჯახმა კლუბი 1979 წელს შეიძინა. თავდაპირველი მფლობელი ჯერი ბასი იყო, რომელმაც ლეიკერსში 68 მილიონი დოლარი გადაიხადა, მისი დაწყებული საქმე კი შემდეგში ჯინი ბასმა განაგრძო.
ESPN-ის ინფორმაციით, კულუარებში გავარდა ხმა რომ ლეიკერსში მიმდინარე ცვლილებებით გუნდის ლიდერები : ლებრონ ჯეიმსი და ლუკა დონჩიჩი კმაყოფილები არიან, რადგან ფიქრობენ რომ აღნიშნული კლუბს უფრო გააძლიერებს.