სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში დამარცხდა

ივლ 4, 2025 - 06:52
 1
სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში დამარცხდა

იტალიის ქალაქ გენუაში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

პირველ დღს ხმლით მოფარიკავეთა შორის ოთხმა ქართველმა იასპარეზა - სანდრო ბაზაძემ, გიორგი ურუშაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ და ბექა ბაზაძემ.

ჯგუფურ ტურნირში ოთხივე ბრძოლა გადალახა და პლეი ოფში გავიდა სანდრო ბაზაძე. მან მეთექვსმეტედფინალში ესპანელი მეტოქე 15:8 დაამარცხა. მერვედფინალში კი, გერმანელ მატიას სზაბოს მოუგო - 15:11. სამწუხაროდ, ბაზაძე მეოთხდფინალში დამარცხდა. ბრზოლამ ისევ გერმანელთან, ამჯერად, ფრედერიკ კინდლერთან მოუწია - 14:15.

15 ივნისი, ხმალი
ქალები

ალექსანდრა კუვაევა, ლიკა ჯიჯეიშვილი.
დაშნა
კაცები
სპარტაკ რაზმაძე, ანზორ ალბრეხტი.

16 ივნისი, დაშნა
ქალები

თამილა მურიდოვა, არინა სკოლიშევა.
რაპირა
კაცები

ლუკა რამიშვილი.

17 ივნისი, ხმალი
კაცები, გუნდური
სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, მიხეილ ალფაიძე.