ნეიმარი: კრიტიკა ადვილია, მაგრამ არავინ იცის რა დგას ფეხბურთელის უკან

ნეიმარმა მის მიმართ კრიტიკაზე ისაუბრა. ფეხბურთელმა თქვა, რომ რთულია გულგრილი დარჩეს იმ ნეგატივთან მიმართებაში, რაც ფეხბურთელისადმი არის. მან ასევე განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში კვლავ სიამოვნებს.
"მოედანზე ყოფნის სურვილი არის ის, რაც ყოველ დღე მამოძრავებს. ფეხბურთისადმი სიყვარული არასოდეს დასრულდება, ეს მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იქნება. რაღაც მომენტში ვეღარ ვითამაშებ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებ.
რაც შეეხება კრიტიკას, მე არ შემიძლია სხვა ადამიანების აზრების კონტროლი. ძნელია ვუპასუხო იმ ხალხს, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების არაფერი ესმით. განსჯა ადვილია, მაგრამ ძნელია იმის გაგება თუ რა დგას ფეხბურთელის უკან. ჩემი კარიერის განმავლობაში მოწყენილი ვიყავი იმ ადამიანების გამო, რომლებიც არ მიცნობენ, მაგრამ ჩემზე საუბრობენ, თანაც არა მხოლოდ საფეხბურთო კუთხით.
მინდა მეტი ყურადღება დაეთმოს იმას, რაც მნიშვნელოვანია ანუ იმას, რაც მოედანზე ხდება. სოციალური ქსელების საშუალებით, ადამიანებს სპორტსმენებზე მხოლოდ სპორტული კუთხით ფოკუსირება უჭირთ." - წერია ESPN.com-ზე.