პრიორიტეტი - ცნობილია სად სურს ოსიმენს კარიერის გაგრძელება

ვიქტორ ოსიმენს კარიერის გაგრძელება ტურინის იუვენტუსში სურს. ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა.
ბიანკონერის დიდი ხანია, რაც ნიგერიელი თავდამსხმელის შეძენა უნდა, თუმცა ტრანსფერი ჯერ-ჯერობით არ გამოდის.
ფეხბურთელის და კლუბის ორმხრივი სურვილის პარალელურად, ნაპოლი წინააღმდეგია ოსიმენი კონკურენტში გაყიდოს. ნეაპოლელებს სურთ 26 წლის გოლეადორი სუადის არაბეთში გაასხვისონ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ოსიმენი ბოლო სეზონში გალათასარაიში ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 41 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.