სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში დარჩა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რაპტორსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სანდრო ამ პერიოდში ანაზღაურების სახით 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
ამერიკულ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ მამუ NBA-ს დატოვებას და კარიერის ევროპაში გაგრძელებასაც გეგმავდა, მაგრამ ყველანაირი ჭორი დღეს გაიქარწყლა . ქართველი კალათბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტორონტოს შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი NBA-ის დრაფტზე 2021 წელს ინდიანა პეისერსმა აირჩია და მაშინვე მილოუკი ბაქსში გაცვალა. სანდრომ მილოუკში 2 სეზონი ჩაატარა, რაპტორსამდე კი სანდრო სან ანტონიო სპურსის ღირსებასაც იცავდა.