ლივერპულმა №20 მაისური დიოგო ჟოტას პატივსაცემად ამოიღო

ივლ 4, 2025 - 04:43
 1
ლივერპულმა №20 მაისური დიოგო ჟოტას პატივსაცემად ამოიღო

2025 წლის 3 ივლისს ფეხბურთის სამყარო ტრაგედიამ შეძრა —  ლივერპულისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, დიოგო ჟოტა ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევა ესპანეთში, ზამორას გზატკეცილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი საბურავის აფეთქების შედეგად გზიდან გადავარდა და აფეთქდა. ავტომობილში ჟოტასთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა, ანდრე სილვა. ორივე ადგილზე დაიღუპა.

ლივერპულში მომხდარი ტრაგედია შოკი იყო როგორც კლუბისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟოტას პატივისცემის ნიშნად სამუდამოდ ამოიღებს №20 მაისურს, რომელსაც ფეხბურთელი 2020 წლიდან ატარებდა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად, გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებს. ფანებმა ჟოტას მიმართ სითბო და სიყვარული ამ ფორმით გამოხატეს.

„20 ნომერს ენფილდზე აღარავინ მოირგებს“ — აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ჟოტა ლივერპულს 2020 წელს ვულვზიდან შეუერთდა. კლუბში გატარებულ პერიოდში, 180-ზე მეტ შეხვედრაში ითამაშა, 65 გოლი გაიტანა და წვლილი გუნდის არაერთ ტიტულის მოპოვებაში შეიტანა, მათ შორის პრემიერლიგის მოგებაში. მას - მებრძოლი ხასიათი, გუნდურობა და თავმდაბლობა ყველასგან გამოარჩევდა.

განსაკუთრებული ემოციური ჟესტები მოჰყვა ტრაგიკულ ამბავს როგორც ლივერპულის მოთამაშეებისა და პერსონალის მხრიდან, ისე ამ სპორტის სხვა ხალხის მხრიდან. 

ჟოტა სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და სამი შვილის მამა იყო.