კევინ დურანტი ჰიუსტონ როკეტსის კალათბურთელია

კევინ დურანტი ფინიქსს სანსიდან კარიერას ჰიუსტონ როკეტში განაგრძობს.
ფინიქსსა და ჰიუსტონს შორის გაცვლა დღეს შედგა. სანსმა KD-ის სანაცვლოდ დილონ ბრუკსი, ჯეილენ გრინი და 2025 წლის დრაფტის მე-10 პიკი მიიღო.
კევინ დურანტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2024/2025 წლების რეგულარულ გათამაშებაში, საშუალოდ 36.5 წუთს თამაშობდა, რა დროშიც : 26.6 ქულას, 6.0 მოხსნას, 4.3 შედეგიან გადაცემას და 1.2 დაფარებას აგროვებდა.