დორტმუნდმა მონტერეი დაამარცხა და მეოთხედფინალში რეალს დაუპირისპირდება

ივლ 4, 2025 - 05:16
 3
დორტმუნდმა მონტერეი დაამარცხა და მეოთხედფინალში რეალს დაუპირისპირდება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბოლო 1/8 ფინალში ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და მექსიკური მონტერეი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-14 წუთზე სერჟ გირასიმ გახსნა, გვინეელმა 24-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მექსიკელების შეტევებმა შედეგი 48-ე წუთზე გამოიღო. ანგარიშში ჩამორჩენა ხერმან ბერტერამემ შეამცირა. მონტერეიმ მეორე გოლის გატანა ვეღარ შეძლო და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ბორუსიელები კი მეოთხედფინალში მადრიდის რეალს დაუპირისპირდებიან. მატჩი 5 ივლისს, ჩვენი დროით 23:59 საათზე გაიმართება.