გიორგი კორსანტია კარიერას ესპანეთში განაგრძობს

საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდი, გიორგი კორსანტია კარიერას ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონის ბინადარ გიპუზკოა ბასკეტში განაგრძობს.
კორსანტია ესპანურ კლუბს საკალათბურთო კლუბ ქუთაისიდან შეუერთდა, სადაც მან წლეულს საქართველოს სუპერლიგა და თასი მოიგო. გიორგი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა და ქუთაისელთა წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.