ირლანდიასთან ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი ცნობილია

საქართველოს ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივლისის ტესტების პირველ მატჩში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. გუნდს მესამეხაზელი ბექა საღინაძე უკაპიტნებს. ვიცე კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება. საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლია, მათ შორის ბექა გორგაძე, გელა აფრასიძე, სერგო აბრამიშვილი და დავით გოგიჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 21 საათზე დაიწყება.
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. გიორგი ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია
16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიორგი თეთრაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი სპანედერაშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თორნიკე კახოიძე