თორნიკე შენგელია ვირტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა

ივლ 4, 2025 - 05:35
ივლ 4, 2025 - 05:59
 4
თორნიკე შენგელია ვირტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა

თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიასთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. ვირტუსმა რეგულარული სეზონი 23 მოგებით და 7 მარცხით პირველ ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში კი სამმ მეტოქეს აჯობა. ყველაზე დაძაბული სერია 1/4 ფინალში გამოდგა, სადაც ბოლონიელებმა ვენეციას 3:2 აჯობეს. შემდეგ მილანი გამოთიშეს ასპარეზობას (3:1), ხოლო დღეს ფინალური სერია დახურეს 3:0.

ყველანაირი დავის გარეშე, იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. თოკოს სუპერფინალური სერიის MVP-ის ჯილდო უკვე გადაეცა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვირტუსის ჩემპიონობაში ლომის წილი შეიტანა. შენგელია პლეი ოფში საშუალოდ 22 წუთში 16.5 ქულას, 4.9 მოხსნას, 2.5 შედეგიან გადაცემას და 0.6 ჩაჭრას აკეთებდა.


დღევანდელი მატჩი ბოლინიელების გამარჯვებით, 96:74 დასრულდა. სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და შეხვედრაც მარტივად მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 30 წუთში : 31 ქულა (პირადი რეკორდი სერია ა-ში), 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ვირტუსმა იტალიის ჩემპიონატი 2020/2021 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო. აქამდე ჩემპიონის სტატუსი ზედიზედ სამი სეზონი მილანს ჰქონდა.