საქართველოს კადეტთა ნაკრები ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა პოლონეთი 4:0 დაამარცხა. საკუთარი შეხვედრები მოიგეს გიორგი მუმლაძემ (-81 კგ); გიორგი ქარჩაიძემ (+81 კგ); ბარბარე გელაშვილმა (+63 კგ) და სალომე მერკვილაძემ (-48 კგ).
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ავსტრია 4:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში ლიეტუვას 4:2 ვძლიეთ. ნახევარფინალში კი საფრანგეთთან 1:4 დავმარცხდით.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ: ქეთი რობაქიძე (-70 კგ) და გიორგი მუმლაძე (-81 კგ). ვერცხლის მედალი ცოტნე იჩქიტიძემ მოიპოვა (-60 კგ); ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ნანა გულბიანი (-63 კგ); ვასილ გამეზარდაშვილი (-73 კგ); გიორგი ქარჩაიძე და იოანე აბალაკი (ორივე +90 კგ).