ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

ივლ 4, 2025 - 05:39
 0
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე პირველივე წრეში წააგო.

ბასილაშვილის მეტოქე მე-200 ნომერი, პორტუგალიელი ენრიკე როშა იყო. ჩენებურმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლა. თუმცა, მატჩი ხუთ სეტში დათმო  - 2:3 (6:7,6:2,6:7,6:2,2:6). ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მოგებულ სეტებში ბასილაშვილი 21 წლის მეტოქეს იოლად უსწორდებოდა (6:2,6:2).

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ წაგებულ სეტში (6:7,6:7) პორტუგალიელს არაფერს უთმობდა, ბოლო სეტი ადვილად დათმო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მსოფლიოს კალსიფიკაციაში 133-ე ადგილზეა.