თოფურიამ მახაჩევის ადგილი დაიკავა | სახალისო ანიმაცია

ილია თოფურია ორი წონის ჩემპიონია - გასულ კვირას, "ელ მატადორმა" ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. დაუმარცხებლად, შთამბეჭდავი გამარჯვებებითა და ლეგენდების დანოკაუტებით ილია P4P რეიტინგის სათავეში ჩაუდგა. აღნიშნულ ადგილს აქამდე კარგა ხნის მანძილზე ისლამ მახაჩევი იკავებდა, ის ახლა ილიამ ჩაანაცვლა. აღნიშნულ ამბავზე, ცნობილმა იუთუბ ანიმატორმა, Mojahed Fudailat-მა სახალისო ანიმაციური ვიდეო გამოაქვეყნა. აღნიშნულ არხზე UFC-ში მიმდინარე მოვლენების გასარჟებული ანიმაციები სისტემატიურად იდება.